The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით თურდოსპირელი

დავით თურდოსპირელი
ოფიციალური სახელი:დავით ჩხეიძე
სხვა სახელი:თურდოსპირელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1888
გარდაცვ. თარიღი:23 დეკემბერი, 1948  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვარდისუბანი, თელავის რაიონი.

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1915 წელს.

1906 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა "თავისუფლების მსხვერპლნი", 1913 წელს - ლექსებისა და ნოველების პირველი კრებული "სიმთა ქვითინი". საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ აქტიურად მოღვაწეობდა ქართულ საბჭოთა პრესაში. მისი თაოსნობით 1927 წელს დაფუძნდა თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მწერალ გიორგი ქუჩიშლის (გიორგი ჩხეიძე) ძმა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.-გვ.11; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-1921)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: