The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენადი იაშვილი

გენადი იაშვილი
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, სპეციალობა: ავტომატიკა-ტელემექანიკა 1970 წელს; ქ. ლენინგრადის ელექტროტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 1974 წელს; საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა: საგარეო ვაჭრობის ტექნიკური ექსპერტიზა 1995 წელს.

1970-1971წწ. - საქართველოს მენდელეევის სახელობის მეტროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ინჟინერი; 1974-1975წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ცენტრის დირექტორი; 1975-1986წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის N41 კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1986-1990წწ. - N41 კათედრის დოცენტი; 1990-1992წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დროებით სწავლაშეწყვეტილ სტუდენტებთან მუშაობის ფაკულტეტის დეკანი; 1992-2005წწ. - ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო და საგარეო ურთიერთობების დარგში; 1997-2006წწ. - საერთაშორისო გერმანულენოვანი ფაკულტეტის დეკანი; 2000-2006წწ. - ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის N129 კათედრის პროფესორი; 2006-2011წწ. - ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საერთაშორისო გერმანულენოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან - ბიზნეს-ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი; 2011 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1975-1981წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ბიუროს წევრი; 1997 წლიდან - გერმანიის სასწავლო აკადემიური გაცვლების DAAD-ს ყოფილ სტიპენდიანტთა კავშირის ბიუროს წევრი; 2006-2012 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; 2007 წლიდან - სამეცნიერო ჟურნალის,"ხელისუფლება და საზოგადოების" სარედაქციო საბჭოს წევრი; 2010 წლიდან - ჟურნალ "სოციალური ეკონომიკის" სარედაქციო საბჭოს წევრი. სამეცნიერო ინტერესის სფერო: მცენარეთა ბიომასის და ნიადაგის ტენიანობის დიაგნოსტიკის ელექტრიფიცირებული მეთოდები; მცირე და საშუალო ბიზნესი, მენეჯმენტი, საერთაშორისო მენეჯმენტი. ინჟინერ ელექტრიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2004).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.195; google.ge/search

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: