The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელდარ იბერი

ელდარ იბერი
დაბადების თარიღი:1940  (84 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1962 წელს.

1963-1972წწ. - საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს კომიტეტი, საქართველოს რადიოს რედაქტორი; 1975-1976წწ. - საქართველოს ტელევიზია, ახალგაზრდული გადაცემების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1976-1978წწ. - საქართველოს ტელევიზია, საბავშვო პროგრამების მთავარი რედაქტორი; 1978-1980წწ. - საქართველოს ტელევიზიის პროგრამების მთავარი დირექცია, მთავარი დირექტორი; 1980-1983წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ლაბორატორია, მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1987წწ. - საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1987-2000წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტელერადიოჟურნალისტიკის კათედრა, დოცენტი; 2000-2005წწ. - ამავე კათედრის პროფესორი; 2005-2012წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან - ამავე ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "რადიომაუწყებლობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემაში", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.468; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: rp.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: