The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დილარ ივარდავა

დილარ ივარდავა
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:26 მარტი, 2022  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა ეწერი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს.

პირველი ლექსი ("დიოსკურია") გამოაქვეყნა 1957 წელს ჟურნალ "მნათობში:; 1965 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული "ასე იწყება ლერწმის შრიალი"; ძირითადი კრებულებია: "რტოები არ იმსხვრევიან" (1968), "ჩუქურთმა ხეზე" (1969), "ლარჭემის ხმები" (1971), "ნათლის სამოსელი" (1973). ლექსთა ციკლებისათვის "ყინული ლღვება", "სადაც ­ზღვაა და ლურჯი მთებია", "მზეო, მაცოცხლებელო", "გმირული ორატორია", "ჩემი ცხოვრების ხუთი ფურცელი"; 1998-2002წწ. მისი ლექ­სები და "ესეისტური ეტიუდები", რამდენიმე წიგნად გამოვიდა; წარმატებულია მისი როგორც მთარგმნელის, მოღვაწეობაც. თარგმნილი აქვს ა. მიცკევიჩის, ე. ვერჰარნის, ა. ბლოკის, ა. ახმატოვას, მ. ცვეტაევას ლექსები. თავად მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.213; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 165-166

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
    ლექსების კრებულისათვის "წარსულის დიდება"
  • 2005 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
    დედა აჭარა : ლექსები / დილარ ივარდავა. - ბათუმი : აჭარა, 1998. - 68გვ.
  • 2000 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
    ქართული ლირიკის განვითარებისათვის
  • 1978 - საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: