The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ იმნაიშვილი

გრიგოლ იმნაიშვილი
დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:14 ოქტომბერი, 1997  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1937 წელს.

1946 წლიდან მუ­შა­­ობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში; 1995 წლიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად; იკვლევდა ქართული სალიტერატურო ენასა და მის დიალექტებს, რომლებსაც მი­უძღვნა მონოგრაფიული გამოკვლე­ვები: "ქარ­თული ენის კახური ­დიალექტი" (1956, ა. მარტიროსოვის თანაავტორობით); "ქართული ენის ინგილოური დიალექტის თავისებურებანი" (1966); "ქართლური დიალექტი" (1974; გამოკვლე­ვა და ტექსტები, I); "ქართული ენის გურული დიალექტი" (2005). მოამზადა და გამოსცა "ქართული დიალექტოლოგიის ბიბლიოგრაფია" (1969). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.259; ice.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: