The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ ინგოროყვა

ანტონ ინგოროყვა
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურრი ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1970-1990წწ. ეწეოდა პარტიულ საქმიანობას; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს კომუნისტური პარტიის სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1990-1995წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის დოცენტი; 1991-1994წწ. აგროსამრეწველო ფირმა "სამგორის"  გენერალური დირექტორი; 1994-1995წწ. სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1995წ. "ახალი ქართული ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი; 1995-1998წწ. "გაერთიანებული ქართული ბანკის" გენერალური დირექტორი; 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საბანკო საქმის" კათედრის გამგე; 1998-1999წწ. "გაერთიანებული ქართული ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 1999 წელს  "გაერთიანებული ქართული ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 182

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის კომისია, წევრი (1990-1991)

გააზიარე: