The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა იოსელიანი

შალვა იოსელიანი
დაბადების თარიღი:1914
გარდაცვ. თარიღი:1941  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1937 წელს.

მუშაობდა ბათუმში; მეორე მსოფლიო ომის სსრკ-ს ტერიტორიაზე დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე, როგორც ბატალიონის კომისარი მონაწილეობდა ქერჩის ბრძოლებში და იქვე დაიღუპა 1941 წელს 27 წლის ასაკში; შალვა იოსელიანის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1934 წელს "ახალგაზრდა ლენინელში", შემდგომ სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; პირველი წიგნი - "სიმღერები" გამოვიდა 1937 წელს, ბათუმში; 1940 წელს კი მისი პოემა - "დაბრუნება", 1960 წელს გამოიცა მისი რჩეული - "ლექსები და პოემები"; 1996 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული "შეწყვეტილი სიმღერა", რომელიც შეადგინა მამია ვარშანიძემ; შალვა იოსელიანის პოეტური სტიქია იყო საქართველოს წარმტაცი მხარის – აჭარის ბუნება და მისი ადამიანები. მშობლიურ ქალაქს უძღვნა მან თავისი საუკეთესო ლექსები. ზოგიერთი მისი ლექსი სიმღერად გავრცელდა. შალვა იოსელიანის სახელი მინიჭებული აქვს ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას.  

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.456;  ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.171; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.160

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: