The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პოლიო ირეთელი

პოლიო ირეთელი
ოფიციალური სახელი:პოლიევქტოს კალანდაძე
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1876
გარდაცვ. თარიღი:10 აპრილი, 1931  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი.

სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულირო სემინარიაში; მუშაობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სკოლებში მასწავლებლად; 1895 წელს მისი სახელი პირველად გამოჩნდა გაზეთ "ივერიის" ფურცლებზე; 1905 წელს დაწერა და 1908 წელს დაიდგა და თეატრების რეპერტუარში შევიდა მისი პიესა "დამარცხებულნი", ე. ნინოშვილის მოთხრობებიდან გადმოკეთებული "ქრისტინე", "სოფლის გმირები" ("ჩვენი ქვეყნის რაინდის" მიხედვით) და სხვ.; ავტორია მრავალი მოთხრობის: "გმინვა", "დედა", "ზღვის ნიავი" და სხვ.; მას ეკუთვნის ლ. ტოლსტოის რომანის "აღდგომა" პირველი თარგმანი; 1908 წელს სხვებთან ერთად გამოსცა იუმორისტული ჟურნალი "შუამავალი". იყო რედაქტორი ჟურნალებისა: "სალამურა", "სხივი", "ტარტაროზ", ნიანგი"; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "მნათობთან"; მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი; მისი ნაწარმოები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ და სომხურ ენებზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.352

ბიბლიოგრაფია

  • კედელი : მოთხრობები, მოგონებები, პიესები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1964. - 395გვ.
  • მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1946. - 186გვ.
  • შეშინებული ჰათაჟუყვა : კომედია (ავტორი). - სოხუმი, : წითელი აფხაზეთი-ს გა-მა, 1928. - 47გვ.
  • ობოლი სამარე (ავტორი). - ტიფლისი, სახელგამი, 1926. - 55გვ.
  • ბედნიერი დღე : კომედია 3 მოქმედებად (ავტორი). - Тифлис, ი. იმედაშვილის გამოცემა N58, 1913. - 78გვ.
  • ქრისტინე : დრამა 4 მოქმედებათ და 5 სურათად (სიუჟეტი აღებულია ე. ნინოშვილის მოთხრობიდან) (ავტორი). - თფილისი, ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", 1909. - 80გვ.
  • დამარცხებულნი : დრამა 5 მოქმედებათ (ავტორი). - ტიფლისი, სტ. "შრომა", 1908. - 72გვ.

გააზიარე: