The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ კაკულია

რევაზ კაკულია
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1936  (87 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნორიო, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1959 წელს.

1972-1979წწ. და 1985-1991წწ. იყო სა­ქართველოს ფინანსთა მინისტრის მო­ად­გი­ლე; 1979-1985წწ. სა­ქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და აგროსამრეწველო კომიტეტის თავმჯდომარის მო­ად­გი­ლე; 1991-2005წწ. ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მო­ად­გი­ლე; 1959 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადა­სხვა უმაღლეს სასწავლებელში; 2006 წლიდან ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალ "ეკონომიკური პროფილის" მთავარი რედაქტორია; მისი მეცნიერების კვლევის სფეროა ეკონომიკის თეორიის, ეკონომიკის მოძღვრებათა ისტორიის, საბაზრო ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის საკითხები; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა, მათ შორის 18 მონოგრაფია და 25 სახელმძღვანელო; ჟურნალ "სა­ქარ­თველოს ეკონომისტის" და სა­ქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე მისმა სახელმძღვანელომ (ავტორთა კოლექტივის ხელმძღვანელი) "საგადასახადო საქმე" ნომინაციაში "2007 წლის საუკეთესო ნაშრომი ეკონომიკაში" მიიღო პირველი პრემია. მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 479; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.38

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1982 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: