The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბონდო კალანდაძე

ბონდო კალანდაძე
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სა­ქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1965 წელს.

სხვა­და­სხვა დროს მუ­შა­ობდა სა­ქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; მეღვინეობის რესპუბლიკურ გაერთიანება "სამტრესტში", თბილისის სამრეწველო გაერთიანება "კრისტალში". 2006-2011წწ. იყო კომპანია "სარაჯი­შვი­ლის" მაგარი ალკოჰოლური სასმელების სამსახურის უფროსი; მის მიერ შექმნილია ქართული ალკოჰოლური სასმელების 60- ზე მეტი ნიმუში. მათგან არაყმა "ტარხუნამ" დიდი მოწონება დაიმსახურა ამერიკის, შვედეთის და სხვა ქვეყნების ბაზრობებზე; არჩეულია ახა­ლი ორლეანის (აშშ, ლუიზიანას შტატი) საპატიო მოქალაქედ (1989); შეყვანილია სსრკ საპატიო მეღვინეთა სიაში. დარგში დამსახურებისათვის 2012 წელს უკრაინისა და ყირიმის მეღვინეთა კავშირმა დააჯილდოვა "ლევ გოლიცინის" ოქროს მედლით; 2014 წელს მიენიჭა მეღვინეობის საპატიო დეგუსტატორის წოდება; მონაწილეობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეღვინეობის გამოფენებზე, ბაზრობასა და დეგუსტაციაზე; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სომელიეთა და ბარმენთა ასოციაციაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მონოგრაფია და სახელმძღვანელო. მეღვინე, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სპეციალისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 488

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1998-)
  • სა­ქართველოს ვეტერან მეღვინეთა საზოგადოება, პრეზიდენტი (2008-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: