The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რენე კალანდია

რენე კალანდია
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1944
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 2014  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მაცხოვრის კარის ეკლესიის პანთეონი, ზუგდიდი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა სო­ხუ­მის მ. გორკის სახელობის სა­ხელმწიფო პედაგოგიური ინნსტიტუტი ფილოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს.

1961 წლიდან ცხოვრობდა ქ. სოხუმში; 1963-1967წწ. მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში; სხვა­და­სხვა დროს მუშა­ობ­და გაზეთებისა და ალმანახ "რიწის" რედაქციებში; იყო სოხუ­მის ­რადიოს კორესპონდენტ-ორგანიზატორი. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1966 წელს; პირველი პოეტური კრებული "ხსოვნის ყვავილი" გამოსცა 1972; ავტორია კრებულე­ბისა: "კონცერტი" (1975), ­"გამოფენა" (1978), "სეზონის დახურ­ვა" (1981), "ოთხი სიმის ოთხი სხივი" (1984) და სხვა; კ. თარგმნიდა XX საუკუნის ფრანგი, პოლონელი, ლიტველი პოეტების ნაწარმოებებს; მისი პოეზია თარგმნილია ლიტვურ, უკრაინულ, რუსულ, სომხურ, აფხაზურ და სხვა ენებზე. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 491

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: