The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო კალაძე

კარლო კალაძე
სხვა სახელი:კაკი ეწერელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1907
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 1988  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი(ჯიქთუბანი), სამტრედიის რაიონი.

სწავლობდა ჯერ ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ - თბილისში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს ახალგაზრდულ პრესაში. 1924 წელს რედაქტორობდა ჟურნალ "პროლემაფს". 1927-1930 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი. 1931 წელს მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლიტერატურული გაზეთი "სიტყვა და საქმე". 1924 წელს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა პროლეტარული მწერლების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. აქტიური როლი შეასრულა მწერალთა კავშირის შექმნაში. 1968-1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "მერანის" დირექტორად. მისი ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდა 1926 წელს, ამავე წელს გამოქვეყნდა პიესა "ტრაღედია ოხ". 1928 წელს ქუთაისის თატრში, რომელსაც კ. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა, დაიდგა პიესა "როგორ". ხოლო 1929 წელს პიესა "ხატიჯე". მისი დრამატული ნაწარმოებიდან აღსანიშნავია კომედია "სახლი მტკვრის პირას" (1930). 30-იან წლებში დაწერილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია პოემა "უჩარდიონი" (1932), "მთების ეპოსი" (1935), ლექსების ციკლი "ხერთვისის განთიადები" (1935) და სხვა. დიდი სამამულო ომის დროს ხანგრძლივად იმყოფებოდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე და შექმნა ლექსებისა და პოემების წიგნი "შეხვედრები ბრძოლის ველზე" (1942). 60-70-იან წლებში კალაძის პოეზიის სამყარო გაფართოვდა ტრადიციული თემატიკის ახლებური გააზრებით. პოეტი სიცოცხლესა და სიხარულს უმღეროდა თავისი ლექსების ციკლში: "სამოციანი წლები", "ლირიკა", ჩემს ძალაში" და სხვა. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.202

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, პრეზიდიუმის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: