The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა კალაძე

ხათუნა კალაძე
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1995 წელს.

1995-1999წწ. ქ. თბილისის მე-9 საავადმყოფო, მორიგე ექიმი-ქირურგი; 1998-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო მეცნიერებათა აკადემიის პოლიკლინიკა, ექიმი-ქირურგი და ექიმი-რენტგენოლოგი; 2002-2004წწ. ქირურგის სამუშაო ადგილზე სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის კლინიკაში ქალაქის მე-7 საავადმყოფოს ბაზაზე; 2003-2005წწ. მოსკოვის №5 ცენტრალური კლინიკური ჰოსპიტალი (5ЦВКГ ВВС), ექიმი-ქირურგი, დოქტორანტი; 2001-2003წწ. – თბილისის სამედიცინო აკადემიის ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 2001-2004წწ. ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი, ექიმი-ქირურგი; 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თორაკოაბდომინური კათედრის ასისტენტი, ექიმი-ქირურგი; 2006-2009წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III ქირურგიული დეპარტამენტი, ქალაქის №1 საავადმყოფოს თორაკოაბდომინური კლინიკის ბაზაზე, ქირურგი; 2008-2009წწ. Nuovo Ospedale Sant’Agostino Estense di Baggiovara a Modena, dal direttore Dr. Gianluigi Melotti. ქ. მოდენა, იტალია. ზოგადი და ენდოვიდეო ქირურგიის განყოფილება (სტაჟირება); 2009-2013წწ. შპს "ჯანმრთელობის ცენტრი" – ქირურგი; 2011 წლიდან – შპს "სამგორი მედი"- ზოგადი ქირურგი; 2001-2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2009-2011წწ. ევროპული საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი, პროგრამა "სამედიცინო საქმე"-ს ხელმძღვანელი; 2010-2012წწ. ჰ. ალიევის სახ. ქართულ-აზერბაიჯანული სასწავლო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2010 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2009-2012წწ. – თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის ფაკულტეტის საბაზისო და კლინიკური მედიცინის კათედრის გამგე, სრული პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი; 2006-2013წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III ქირურგიული დეპარტამენტი, დიპლომის შემდგომი სამედიცინო და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განმახორციელებელი (მოწვეული მასწავლებელი), ქალაქის №1 საავადმყოფოს თორაკოაბდომინური კლინიკის ბაზაზე; 2002 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის ქირურგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. 51 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კვლევის თემა: ჰეპატობილიოპანკრეატოდუოდენური მიდამოს ქირურგიული პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოპტიმიზება მცირეინვაზიური ჩარევების გამოყენებით. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰეპატობილიოპანკრეატოდუოდენური მიდამოს ქირურგიული პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოპტიმიზება მცირეინვაზიური ჩარევების გამოყენებით", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.332; ექიმები: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიოს ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია, ცენტრალური ევროპის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის წევრი (2013-)
  • რუსეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაცია, წევრი (2005-)
  • რუსეთის სამეცნიერო საზოგადოება "ენდოსკოპიური ქირურგია", წევრი (2004-)
  • საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია (GMWA), ეროვნული კოორდინატორი და გამგეობის წევრი (2008-)

გააზიარე: