The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კარიჭაშვილი

დავით კარიჭაშვილი
დაბადების თარიღი:1862
გარდაცვ. თარიღი:26 ივლისი, 1927  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:სოფელი ხიდისთავი, გორის რაიონი. 

1885 წლიდან მისი კრიტიკული პუბლიცისტური წერილები, მოთხრობები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: "დროება", "თეატრი", "მოამბე", "ჯეჯილი", "კვალი", "ივერია" და სხვ. 1887 წელს ცალკე წიგნად გამოსცა მოთხრობა - "სამი მსხვერპლი". 1921-1927წწ. უნივერსიტეტის სიძველეთსაცავის მცველი. 1905 შეადგინა "კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავისა". ავტორია რუსთველოლოგიური ნაშრომებისა: "ვეფხისტყაოსნის" ახალი გამოცემის რეცენზიის გამო" (1904),  "ვეფხისტყაოსნის შედგენილობა". 1903 და 1920 გამოსცა "ვეფხისტყაოსანი", რომელსაც საფუძვლად დაედო პოემის 1888 წლის დაბეჭდილი ტექსტი. აქვს გამოკვლევები ქართული ქორონიკონის, ქართული ანბანის წარმოშობისა და განვითარების შესახებ, აგრეთვე ნაშრომები საქართველოს ისტორიაში. დ. კარიჭაშვილს ეკუთვნის აგრეთვე "ქართული წიგნის ბეჭვდის ისტორია" (1929), "ქართული ენის გრამატიკა. ეტიმოლოგია" (1930) და სხვ.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.207

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მდივანი (1885-1892)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: