The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალტერ კაშია

ვალტერ კაშია
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1948
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2015  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორა, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

1973 წლიდან მუ­შაობ­და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სო­ხუ­მის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში; 2000-2005წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი; იქვე ხელმძღვა­ნე­ლობ­და არატრადიციული ენერგეტიკის განყოფილებას. 1985 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სო­ხუმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; არის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მრავალი გამოგონების ავტორი. დაჯილდოე­ბულია სა­ხელმწიფო ჯილდოებით. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1997).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 575; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.239

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სა­ქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკა­დემია, წევრი (1997-)
  • სა­ქართველოს საინჟინრო აკა­დემია, წევრი (1997-)
  • აფხაზეთის რეგიონული აკადემია, წევრი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: