The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დევი კაციტაძე

დევი კაციტაძე
ოფიციალური სახელი:დავით კაციტაძე
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 2009  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით 1955წელს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კა­თე­დრის გამგე (1973); იკვლევდა ირანისა და ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, ქარ­თული და სპარსული წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. არის მრავალი ნაშრომის ავტორი. აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1974).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 578; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.214

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა- განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: