The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ კაჭარავა

ვასილ კაჭარავა
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1954
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 2023  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს; მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1980 წელს; სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს სტაჟიორი (კალიფორნია, 1987-1988); ვისკონსინის უნივერსიტეტი მედისონში, ფულბრაიტის პროგრამა (2003-2004); ტრეინინგი ევროპისმცოდნეობის საკითხებში გრენობლის უნივერსიტეტში (2007); ტრეინინგი ევროპისმცოდნეობის საკითხებში ინსბრუკის უნივერსიტეტში (2008).

1980-1983წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის აზიისა და აფრიკის უახლესი კათედრის ასისტენტი; 1983-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის აზიისა და აფრიკის უახლესი ისტორიის კათედრის დოცენტი; 1985-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ევროპის და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის დოცენტი; 1993-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის სამმართველოს უფროსი; 01/1994-11/94 საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი; 1994-1998წწ. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; 1998-1999წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1999-2001წწ. განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის საკოორდინაციო განყოფილების ხელმძღვანელი; 1999-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპის და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ოცენტი, ამერიკის შესწავლის ცენტრის დირექტორი; 1999-2009წწ. თსუ ამერიკის შესწავლის ცენტრის დირექტორი; 2005-2007წწ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2008-2010წწ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2005-2010წწ. საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2007-2023წწ. თსუ ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; 2008-2012წწ. თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2009-2023წწ. თსუ ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; 2012-2023წწ. თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი; ეწოდა საექსპერტო თნამშრომლობა ქართულ ტელეარხებთან: 2002-2003წწ. პირველ არხზე დილის პროგრამა "ალიონში" მიყავდა ყოველკვირეული რუბრიკა "საუბრები ამერიკაზე"; 2007 წელს ტელეარხ "მზეზე" მოამზადა საავტორო გადაცემა "XX საუკუნე", რომელშიც წინა საუკუნის ცალკეული წლების მსოფლიო ისტორიაა ასახული, გადაცემას 2009 წელსაც აჩვენებდნენ, როგორც "მზეზე", ასევე საქართველოს საპატრიარქოს ტელეარხზე; ტელეარხების "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" სანფორმაციო გამოშვებებში, როგორც მიწვეული ექსპერტი, აკეთებდა კომენტარებს თანამედროვე ამერიკასა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ; კითხულობდა სალექციო კურსს: აშშ-ის ისტორიის ზოგადი კურსი; ამერიკის კულტურის ისტორია; ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორია; აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ისტორია; აშშ-ის პოლიტიკური მმართველობა; აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობის ისტორია; მსოფლიოს ისტორიის ზოგადი კურსი რეფორმაციიდან XX საუკუნემდე; ევროპის ისტორია - XX საუკუნე; ევროპის კულტურული მოზაიკა; აშშ პოპ კულტურის ისტორია; არის არაერთი მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი; მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. პროფესორი.

წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია, პრეზიდენტი (2000-2023)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: