The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო კაჭარავა

კარლო კაჭარავა
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1964
გარდაცვ. თარიღი:9 აპრილი, 1994  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, მხატვარი, პოეტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 1986 წელს.

1984 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მან მამუკა ცეცხლაძესთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "არქივარიუსები". "არქივარიუსების" პირველი გამოფენა გია ლორიას სახლში მოეწყო. ჯგუფის მანიფესტის ავტორი კარლო კაჭარავა იყო; 1986 წელს სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, ერთ პატარა ოთახში ახალგაზრდა მხატვრებმა შექმნეს ავანგარდისტული ჯგუფი, რომელსაც შემდგომში "მეათე სართული" ეწოდა. ეს ჯგუფი უფრო ფართო შემადგენლობის იყო - "არქივარიუსების" გარდა აქ შედიოდნენ სხვა მხატვრებიც; 1987 წელს "მეათე სართულის" ჯგუფი გადავიდა მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში; 1986-1994წწ. მუშაობდა თბილისის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1989 წლიდან იყო ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" რედკოლეგიის წევრი; 1991 წელს მუშაობდა გერმანიაში, კიოლნში ფრანსუაზა ფრიდრიხის გალერეაში; 1989-1994წწ. გაზეთებში "რუბიკონი", "კოლაჟი", "მესამე გზა" სისტემატიურად იბეჭდებოდა მისი ლექსები; ჟურნალ "პოლილოკში" დაიბეჭდა ნაწყვეტი რომანიდან "აზანოვას შესახებ". სიცოცხლეში მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 179-180; ბურუსი: burusi.wordpress.com ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 48-49

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაცია, გამგეობის წევრი (1990-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის პრემია (სიკვდილის შემდეგ)
    ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია

  • მონოლოგი : ჩანაწერები, ლექსები, ფერწერული ნამუშევრები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2014. - 198გვ.. - ISBN: 978-9941-22-389-1
  • Eine Reise... Moskau-Koln-Berlin-Koln : ჩანახატების, ჩანაწერების და ტექსტების ალბომი (ავტორი). - თბილისი, ქარჩხაძის გამ-ბა, 2012. - 200გვ.. - ISBN: 978-99940-34-65-9
  • თხზულებანი (ავტორი) // ტ. 2: პოეზია . - თბილისი, ოთარ ყარალაშვილი, 2006. - 191გვ.. - ISBN: 99940-58-78-9
  • თხზულებანი (ავტორი) // ტ. 1: სტატიები. - თბილისი, ოთარ ყარალაშვილი, 2006. - 221გვ.. - ISBN: 99940-58-76-2

გააზიარე: