The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან კახიძე

ამირან კახიძე
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:10 ნოემბერი, 2023  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ჩხუტუნეთი, ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სა­ხელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1960წწ. მუ­შა­ობ­და სოფელ ჩხუტუნეთის საშუალო სკოლის მასწავლებლად; 1964-1966წწ. აკად. ივ. ჯავახი­შვილის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ანტიკური ხანის არქეოლოგიის განყოფილებაში; 1966-2006წწ. ნ. ბერძენი­შვი­ლის სახელობის ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1994 წლიდან არის ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმის დირექტორი; პარალელუ­რად კითხულობდა ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტში; 1970 წლიდან დაიწყო აჭა­რისწყლის ხეობის არქეოლოგიური ძეგლების გეგმაზო­მი­ე­რი კვლევა; 1974 წელს მონაწილეობდა დონის ექსპედიციაში; მისი კვლევის უმთავრეს ობიექტს წარმოადგენს ფიჭვნარის ნაქალაქარი და ვრცელი სამაროვანი; 1998-2011წწ. ხელმ­ძღვა­ნელობ­და სა­ქარ­თვე­ლო-ბრიტანეთის ფიჭვნარის პირველ საერთაშორისო ერთობლივ ექპედიციას; მოპოვებული მასალის საფუძველზე გამოიცა მონოგრაფიები: "ფიჭვნარი I" (2004, თანაავტ. მ. ვიკერსი), "ფიჭვნარი II" (2007, თანაავტ. მ. ვიკერსი), "ფიჭვნარი IV" (2009, თანაავტ. თ. შალიკაძე), "ფიჭვნარი III" (2010, თანაავტ. ნ. ვაშაკიძე), "ფიჭვნარი V" (2014, თანაავტ. ე. კახიძე), "ფიჭვნარი VI" (2014, თანაავტ. მ. ვიკერსი),"ფიჭვნარი VII" (2015); 1999 წლიდან  ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედ ექსპედიციას; ასევე მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ექსპედიციები ბათუმის ციხეში, სოფელ ორცვასა და აჭა­რის მთიანეთში, ჩაქვის ჩაისუბანში, კაპანდიბში, მახოში და ა. შ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1981), ემერიტუს-პროფესორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 602; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.199; m.facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობაში სალექციო-საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: