The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კეკელია

დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:31 მარტი, 1993  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაბაკევი, ახლანდელი სამტრედიის ­მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1967წწ. მუ­შა­ობ­და სა­ქართველს პროკურატურის ორგანოებში სხვადა­სხვა თანამდებობაზე; 1967-1993წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1990-1993წწ. იყო სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნულ ტრადიციათა პრობლემების სამეცნიერო საკოორდინაციო ცენტრისა და ამ ცენტრთან მისივე თაოსნობით დაარსებული "ქართული ჩვეულებითი სამარ­თლის შემსწავლელი ლაბორატორიის" ხელმძღვანელი; 1988-1993წწ. მისი რედაქტორობით ოთხ ტომად გამოიცა სამეცნიერო კრებული "ქართული ჩვეულებითი სამართალი"; ძირითადად იკვლევდა XVIII ს. II ნახევრისა და XIX ს. I ნახევრის სა­ქართველოს სამეფო-სამთავროების სასამართლოს ორგანიზაციის, სასამართლო პროცესისა და მტკიცებულებათა საკითხებს; განსაკუთრებული წვლი­ლი აქვს შეტანილი ქართული ჩვეულებითი სამართლის ­შესწავლის საქმეში; აწყობდა საველე-ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს სა­ქართველოს სხვა­და­სხვა კუთხეში (სვანეთი, ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი, სამეგრელო, აჭარა, მესხეთი და სხვ.), რის შედეგადაც მოიპოვა უნიკა­ლური მასალა ქართული ჩვეულებითი სამართლის ცალკეულ ინსტიტუტებზე. ქარ­თული სამართლის ისტორიის მკვლევარი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1978). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 613-614

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: