The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კეკელია

შალვა კეკელია
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1952
გარდაცვ. თარიღი:1994  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, სენაკის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტის სუბტრობიკული კულტურების  ფაკულტეტი, ასპირანტურა.

1966-1969წწ. საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ელშემდუღებელი, საამქროს მუშა; 1969-1971წწ. ხილწყლების ქარხნის მუშა; ბაზა "საქტარის მუშა" (1973); 1973-1981წწ. ჩაის ფაბრიკის მუშა, ცვლის უფროსი, უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი; 1981-1982წწ. საქართველოს ჩაის ტრესტის უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი; 1982-1985წწ. საქართველოს ჩაის სახელმწიფო კომიტეტის წამყვანი ინჟინერ-ტექნოლოგი; 1985-1989წწ. თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკის ნედლეულის საამქროს უფროსი, მთავარი ტექნოლოგი, დირექტორის მოადგილე; სენაკის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარე (1992); 1992-1993წწ. სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული სამეგრელოს რეგიონში; 1992-1994წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №8.65 მარტვილის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 195

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1994)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნეიტრალები", წევრი (1993-1994)

გააზიარე: