The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მთვარისა კერესელიძე

მთვარისა კერესელიძე
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1942
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 2023  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რადიოს ახალგაზრდული გადაცემების განყოფილების რედაქტორად, გაზეთ "სახალხო განათლების" ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ; რედაქტორობდა მეუღლესთან, ცნობილ ქართველ პოეტ ბერდია ბერიაშვილთან, ერთად დაარსებულ გაზეთ "ცისარტყელას"; მისი დაარსებულია გაზეთი "პოეზია", რომლის მთავარი რედაქტორიც თავადვე იყო; დამფუძნებელი და პრეზიდენტია შემოქმედ ქალთა ასოციაციისაა - "ოცნება"; მთვარისა კერესელიძის პირველი ლექსი "მე დავიბადე ივლისის თვეში" 1963 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ "საქართველოს ქალში". გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "სათავე", "ჭრელი გაზაფხული", "ოღონდ ისმინე", "ფრესკის ღაღადი", "მოგონება", "პოეზია", "დუმილის შემდეგ", "წაგვლეკა მტერმა მოყვრულად", "თუკი დღეს გადარჩა საქართველო", "ასი ლექსი".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 184; მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ქალთა საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: