The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ კვანჭილაშვილი

ტარიელ კვანჭილაშვილი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:26 თებერვალი, 1998  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შრომა, ლაგოდეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს.

მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. მუშაობდა თსუ-ს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. პირველი ნაშრომი 1950 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი-მონოგრაფია "ლეო ქიაჩელი" - 1955 წელს. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტოტი (1965), პროფესორი (1967). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ., 1980.- გვ. 489; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 650; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.133

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: