The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად კვარაცხელია

ზვიად კვარაცხელია
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1986  (38 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 2008 წელს.

2007-2008წწ. იყო საზოგადოებრივი ჟურნალ "პრემიერის" არტრედაქტორი; 2010-2011წწ. ჟურნალ "ქარ­თული მწერლო­ბის" რედაქტორის მო­ად­გი­ლე; 2010 წლიდან გამომცემლობების: "ინტელექტისა" და "არტანუჯის" პროექტების კოორდინატორი და მთავარი რედაქტორი; 2013 წლიდან არის ინტერნეტგაზეთ-ის "Mastsavlebeli. ge" ბლოგერი; ავტორია ნოველების, მინიატიურებისა და მხატვრულ-დოკუმენტური თხზულებების, რომლებსაც აქვეყნებს ლიტეტატურულ პერიოდიკაში ("მნათობი", "ცისკარი", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა" და სხვ.); ასევე ავტორია წიგნებისა: "მარჯვენა" (2005), "ქა­რაგმა" (2006), "ჰაე" (2008), "ილია სა­მე­გრე­ლო­ში" (2009), "ყიფლიბანდი" (2011), "ფორმა N100" (2013); ავტორი და ხელმძღვანელია სხვა­და­სხვა საგამომცემლო პროექტებისა. 2016 წელს ზვიად კვარაცხელიას რომანი "ფორმა N100" გამოსცა თურქულმა გამომცემლობა გეჯემ. წიგნის მთარგმნელია ჰარუნ ჩიმქე. მისი მოთხრობები თარგმნილია თურქულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე და შესულია გამომცემლობების – Gece, ADK, Comma Press – ანთოლოგიებში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 650-651; გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    ფორმა N 100 : რომანი / ზვიად კვარაცხელია .- თბილისი : ინტელექტი, 2013.-222გვ.

ბიბლიოგრაფია

  • ყიფლიბანდი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 212გვ. . - ISBN: 9789941439049
  • ილია სამეგრელოში (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2009. - 94გვ.. - ISBN: 9789994055876
  • ჰაე (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2008. - 188გვ.. - ISBN: 9789941402340

გააზიარე: