The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეო კვაჭაძე

ლეო კვაჭაძე
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 2011  (102 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლახამურა, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს; 1945-1948წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი აკად. ვ. თოფურიას ხელმძღვანელობით.

1931 წლიდან დაიწყო პედაგოგიური, 1947 წლიდან კი სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა; 1931-1932 წწ. იყო მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის მასწავლებელი; 1932-1933 წწ. სოფ. ლახამურის რვაწლიანი სკოლის დირექტორი; 1933-1936 წწ. მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგე; 1935-1944 წწ. თბილისის 55-ე და მე-8 ვაჟთა საშუალო სკოლების მასწავლებელი; 1940 წელს შეთავსებით მუშობდა სახელმწიფო გამომცემლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების კონტროლიორ-რედაქტორად; 1940-1942 წწ. შეეხო პოლიტიკური რეპრესიები; 1944-1947 წწ. თბილისის ქალთა მე-7 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე; 1945-1947 წწ. იყო ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დოცენტი, 1947-1967 წწ. ამავე ინსტიტუტის პროფესორი, 2003 წლიდან - ინსტიტუტის მეცნიერ-კნსულტანტი, 2009 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 1950-1952 წწ. შეთავსებით მუშობდა ა. წერეთლის სახ. ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ.  ლ. კვაჭაძის ნაშრომებში განხილულია ქართული ენის გრამატიკის, მეტწილად სინტაქსისა და საშუალო სკოლაში ენის სწავლების მეთოდიკის ძირეული საკითხები. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი" (გამოკვლევა-სახელმძღვანელო ფილოლ. ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, 1966) და სხვ. აღსანიშნავია მისი დიდი დამსახურება სახელმძღვანელოების შექმნაში; იგი არის თანაავტორი ა. შანიძისა საშუალო სკოლის "ქართული ენის გრამატიკის" ორივე ნაწილისა 1964-1970-იანი წლების მიწურულამდე. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1980), საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეცილური განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემიით (1983), საბჭოთა კავშირის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სპეციალური სიგელით (1985); ქართული ფილოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 2009 წელს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (Doctor Honoris Causa) პირველი წოდება; 2015 წელს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭა ენათმეცნიერი ლეო კვაჭაძის სახელი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რთული წინადადების სწავლების თანამიმდევრობა", დაიცვა 1948 წელს.

წყარო: ქართული ენა : ენციკლოპედია.-თბ., 2008.-გვ.368-269; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.183

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი : პედ. ინ-ტის სახელმძღვ. / ლეო კვაჭაძე .- თბილისი : განათლება, 1988.-491გვ.
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1966 - საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: