The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კვაჭაძე

დაბადების თარიღი:13 მარტი, 1909
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 1993  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1931 წელს.

1934-1946 წლებში საქართველოს მემინდვრეობის ინსტიტუტის დირექტორი იყო, 1955 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებოსტნეობის კათედრას ხელმძღვანელობდა. გ. კვაჭაძემ დაამუშავა ბოსტნეული კულტურების დამულჩვის წესი, თბილისის საგარეუბნო ზონაში შემოდგომაზე დარგული კომბოსტოს  და დათესილი ხახვის აგროტექნიკა, დაადგინა შემოდგომა-ზამთრის ბოსტნის კულტურათა ასორტიმენტი და სხვ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1961). აგრონომი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 491; წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 657

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: