The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირა კვეიძე

კირა კვეიძე
დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:1989  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

აქტიურად მოღვაწეობდა პრესაში, აქვეყნებდა ლექსებსაც. სიცოცხლეში დაბეჭდა რამდენიმე მონოგრაფია კულტურის მოღვაწეებზე. მისი გარდაცვალების შემდეგ, უმცროსმა დამ, მსახიობმა და მწერალმა ნესტან კვეიძემ, გამოსცა კირა კვეიძის ლექსების რამდენიმე კრებული: "იმედი" (1992), "ფრესკის კარედი" (1997), "მზის სიმღერა" (საბავშვო ლექსები, 1995), "ვარდის ფურცლები" (2001), "უბრალო კაცი ვარ" (პიერ ბერანჟეს ლექსების თარგმანი), "აბანთ-მეჯლისი" (2005) და სხვა. მისი პიესები იდგმებოდა ქუთაისის, რუსთავის, თბილისის თოჯინების თეატრებში. მის ლექსებზე შექმნილია კომპოზიტორების რუსუდან სებისკვერაძის, ალექსანდრე ბასილაიას, ჯუმბერ ჯანდიერის და სხვათა პოპულარული სიმღერები. გარდაიცვალა 9 აპრილის აქციაზე მოწამვლის შედეგად.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 188

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: