The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევარსან კვიწინია

ლევარსან კვიწინია
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1941  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ათარა, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა კავკასიის პედაგოგიური ინსტიტუტი.

მუშაობდა სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო გამომცემლობაში და გაზეთ "წითელი აფხაზეთის" რედაქციაში. 1932-1937წწ. სწავლობდა მოსკოვის ა. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1939 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. დაიღუპა დიდ სამამულო ომში. პირველი ლექსი 1928 წელს გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული "ქვეყანა ვითარდება"- 1932 წელს. აფხაზი პოეტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 501

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მწერალთა კავშირი, თავჯდომარე (1937-)
  • სკპპ, წევრი (1932-)

ბიბლიოგრაფია

  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1971. - 26გვ.

გააზიარე: