The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ კიკაჩეიშვილი

თენგიზ კიკაჩეიშვილი
დაბადების თარიღი:1940
გარდაცვ. თარიღი:7 აპრილი, 2017  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს.

1987 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 4 მონოგრაფიის და 4 კრებულის ავტორი. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი: nplg.gov.ge; ქართული აზრი: qartuliazri.reportiori.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს "ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება", თავმჯდომარე (1997-)
  • საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური პარტია, გამგეობის წევრი (1992-1995)
  • საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია, ნამდვილი წევრი (2004-)
  • საქართველოს პოლიტიკური პარტიების ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", ვიცე-სპიკერი (1993-1997)
  • საქართველოს სახალხო ფრონტი, დარბაზის წევრი (1989-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: