The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ კიკნაძე

ვასილ კიკნაძე
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 2016  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალშენი, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954–1964წწ. იყო რუსთაველის თეატრის  სალიტერატურო ნაწილის გამგე;1964–1973წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს თეატრალური განყოფილების უფროსი და რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს 40–მდე წიგნი, მათ შორის მონოგრაფიები: "სანდრო ახმეტელი", "სანდრო ახმეტელის ცხოვრება", "დ. კლდიაშვილის თეატრი", "ჩვენი ეროსი", "სივრცე თეატრისა", "რუსთაველიდან გალაქტიონამდე", "ნარკვევები პეჟისურის ისტორიიდან", "გამოთხოვება მოგონებებთან", "ქართული თეატრის ისტორია".

სადოქტორო დისერტაციის თემა – "სანდრო ახმეტელის შემოქმედება", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1954-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1980-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: