The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეჟან კილანავა

დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1940
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 1995  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რეფო-შეშელეთი, გალის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1967 წელს.

1959-1960 წწ. სწავლობდა ვილნიუსის სამხედრო საავიაციო სკოლაში, 1960-1962 წწ. მსახურობდა ჯერ რჟევის, შემდეგ სმოლენსკის სამხედრო ნაწილებში. 1964-1967 წწ.  სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხა ექვსი მოხსენება, მათგან ორი - როსტოვისა და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ოთხმა საკონფერენციო თემამ სიგელები დაიმსახურა, ორმა - პირველი ხარისხის დიპლომები და ფულადი პრემიები. 1967 წელს სტუდენტთა სამეცნიერო შრომების რესპუბლიკურ კონკურსში მისმა ნაშრომმა − "ილარიონ ქართველის ცხოვრების ავტორობის საკითხი" უმაღლესი შეფასება და ფულადი პრემია დაიმსახურა. 1965-1967 წწ. ბეჟან კილანავა იყო სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 1966-1967 წწ. მუშაობდა თბილისის ორჯონიკიძის რაიონის კომკავშირის რაიკომის შტატგარეშე ლექტორად, იყო სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის თანამშრომელი, ჟურნალ "სკოლა და ცხოვრების" განყოფილების გამგე. ბეჟან კილანავა კითხულობდა  ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  და საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 1990 წელს გამოვიდა მისი მონოგრაფია "ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან", გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მისი რამდენიმე წერილი დაიბეჭდა პოლონურ და აზერბაიჯანულ ჟურნალებში, ხოლო გამოკვლევა - "შუშანიკის წამების" ქართული და სომხური რედაქციების ურთიერთმიმართების საკითხისათვის"- გამოქვეყნდა იტალიურ ენაზე 1996 წელს. ბეჟან კილანავას გარადაცვალების შემდეგ გამოიცა "900 მეგრული სიტყვა", 2009 წელს კი მისი გამოკვლევებისა და შრომების სამტომეული - "რჩეული შრომები", ხოლო 2010 წელს ცალკე კრებულად გამოიცა მოგონებები ბეჟან კილანავაზე -"ყველას რაიმე აქვს სახსოვარი". ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1973),  დოცენტი (1984).

სადისერტაციო თემა - "შუშანიკის წამების" პრობლემატიკა".

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: