The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაზი კილასონია

ნაზი კილასონია
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:16 აგვისტო, 1993  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აბისი, ქარელის რიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1954 წელს.

1955-1959წწ. მუშაობდა ჟურნალ "პიონერში" ლიტერატურულ მუშაკად, 1959 წლიდან კი ჟურნალ "საქართველოს ქალის" რედაქციის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1952 წელს ალმანახ "პირველ სხივსა" და გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში, ხოლო პირველი წიგნი - "ლექსები" დაიბეჭდა 1954 წელს. მისი კრებული "გზაფერადი" 1972 წელს გამოიცა, ხოლო "დიდება შენდა" – 1987 წელს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 190-191

ბიბლიოგრაფია

  • დიდება შენდა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1987. - 96გვ.
  • გზაფერადი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1972. - 117გვ.
  • ჩემი თაობის ფრთები : ლექსები საშ. და უფროსი ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1965. - 43გვ.
  • კოტორა : ლექსები სკოლამდელთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1960. - 15გვ.

გააზიარე: