The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ კინწურაშვილი

თამარ კინწურაშვილი
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1970  (53 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ "დრონის" კორესპონდენტად, რედაქტორის მოადგილედ, კომპანია "კასტელ-საქართველოს" საზოგადოებასთან  ურთიერთობის სამსახურის მენეჯერად, ჟურნალ "თავისუფლების" რედაქტორად, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტის" კომუნიკაციებისა და მედიაპროგრამების დირექტორად. 2005 წლიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების და ინტეგრაციის საკითხებში. არის მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.52

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: