The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კობახიძე

შალვა კობახიძე
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 2005  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი როდინაური, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1941-1946წწ. საბჭოთა არმიის რიგებში იმყოფებოდა, იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა ფრონტებზე. 1959 წელს კიევის უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1974 წელს - სადოქტორო დისერტაცია; 1981 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1972 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრის პროფესორის, ხოლო 2000 წლიდან - პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გამოქვეყნებული ჰქონდა ათეულობით სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1981).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.110-111

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: