The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ კობერიძე

ნოდარ კობერიძე
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1950
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 2022  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს.

1975-1977წწ. მუშაობდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მეცნიერ-თანამშრომელად; 1978-1979წწ. იყო მე-18 პროფტექნიკუმის მასწავლებელი; 1986 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი "თეთრი ღიმილი". 1988 წელს კი - "რომ გაიმარჯვო ერეტიკოსი უნდა იყო"; 1987 წელს დაიბეჭდა პირველი მოთხრობათა კრებული "ჟოკეის ბედის ნებიერი", რომელმაც დიდი გამოხმაურებე ჰპოვა საზოგადოებაში; 1990 წელს იბეჭდება მწერლის მეორე მოთხრობათა კრებული "წყალდიდობა"; ამავე წელს თანამოაზრეებთან ერთად აფუძვნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას; იგი ხდება გაზეთ "ქართული ფეხბურთის" რედაქტორი; 1992 წელს დაიბეჭდა მწერლის პუბლიცისტური ნაშრომი "ბედისწერა საქართველოსი"; 1992 წელს კენჭს იყრიდა საბურთალოს რაიონში, მაჟორიტარ დეპუტატად; 1993 წელს იგი გაზეთ "თემის" მთავარი რედაქტორია; 1994 წელს გახდა გაზეთ "სარანგის" მთავარი რედაქტორი; 1995 წელს კენჭს იყრიდა ვაკის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად; 1995 წელს გამოვიდა მისი ახალი პუბლიცისტური ნაშრომი "ვინც მახვილს აიღებს"; 1999 წელს კენჭს იყრიდა დეპუტატად პარტიული სიით; 2000 წელს იგი გახდა გაზეთ "მესამე ათასწლეულის" მთავარი რედაქტორი და გამომცემელი; 2000 წელს გამოვიდა მისი შემდეგი რომანი "მეორე ფორმა"; ერთი ახალი ნოველათა კრებული "ორი გოლგოთა" (2007); კრებული "ლახტის წრეში" (2009); პოლიტიკური რომანი "აღდგომის ღამე ქაიროში, მამლუქთა სასაფლაოზე" (2010); 80-იანი წლების მიწურულს ნოდარ კობერიძის ნაწერების აქტიური თარგმნა და გავრცელება დაიწყო რუსულ, მოლდავურ, ინგლისურ და ესტონურ ენებზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დავით აღმაშენებლის საზოგადოება, პასუხისმგებელი მდივანი (1989-)
  • კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1993-)
  • საზოგადოება "ტაო-კლარჯეთი", დამფუძნებელი (1998-)
  • საზოგადოება "ტაო-კლარჯეთი", პრეზიდენტი (1998-)
  • საქართველოს დამოუკიდებელი ოლიმპიური კომიტეტი, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1990-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1991-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • 2013 - ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
  • 2013 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
  • 2010 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: