The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ კოდუა

ედუარდ კოდუა
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 2002  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოციოლოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1956წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. ცხაკაიას (ახლანდ. სენაკი) საშუალო სკოლაში. 1954-1959წწ. იყო სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მასწავლებელი; 1963-1968წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი (1963–1969) ; 1968-1980წწ. ფილოსოფიის კათედრის პროფესორი; 1980-2002წწ. სოციოლოგიის კათედრის გამგე. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია XX ს. ქართ. ფილოსოფია, სოციოლოგია, ისტორიული ფილოსოფია, ეგზისტენციალური ფილოსოფია. ისტორიულ ფილოსოფიაში ახლებურად გაიაზრა ისტორიული საზრისის პრობლემა, სოციოლოგიაში – სოციოლოგიის მიმართება სხვა სოციალურ დისციპლინებთან: სოციალურ ევოლუციასთან, სოციალურ ფსიქოლოგიასთან, დემოგრაფიასა და ანთროპოლოგიასთან. მან გამოყენებითი სოციოლოგია საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში დაუკავშირა მნიშვნელოვან მიკრო და მაკრო თეორიულ პარადიგმებს, რისი წყალობითაც ეს დისციპლინა აკადემიურ მეცნიერებად აქცია. არის მრავალი მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968). პროფესორი (1970-1984). ფილოსოფოს-სოციოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ისტორიის ნეოკანტიანური მეთოდოლოგიის კრიტიკა", დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ისტორიის საზრისის საკითხისათვის", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 184;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.345;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)
  • საქართველოს სოციოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1986-2002)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდ წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: