The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ კოკოჩაშვილი

ვიქტორ კოკოჩაშვილი
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:17 აპრილი, 1986  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიო-ფარმაცევტული ფაკულტეტი 1928 წელს. 

1927-1928 წლებში მუშაობდა თსუ-ს არაორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტად, ხოლო 1929-1930 წლებში ფიზიკური ქიმიის კათედრის ასისტენტად. პარალელურად, 1930 წელს იგი ხდება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, იმავე წელს მას ირჩევენ აკადემიის ქიმიო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკური ქიმიის კათედრის ასისტენტად. სხვადასხვა პერიოდში ინიშნება დნეპროპეტროვსკის ქიმიო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის არაორგანული ქიმიის კათედრის დოცენტად; პარარელულად- უკრაინის ფიზიკური ქიმიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად. 1934-1935 წლებში ვ. კოკოჩაშვილი მუშაობდა თსუ-ის ასპირანტების ხელმძღვანელად ფიზიკურ ქიმიაში და მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ქიმიური ინსტიტუტის სწავლულ სპეციალისტად. 1935 წელს ირჩევენ ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური ქიმიის კათედრის დოცენტად და იმავე წელს თსუ-ის ფიზიკური ქიმიის კათედრის გამგედ, სადაც ის თითქმის 40 წელი, 1973 წლამდე მოღვაწეობდა. ფარმაცევტ ივანე კოკოჩაშვილის შვილი. ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1944). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 575

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: