The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კოკოჩაშვილი

მიხეილ კოკოჩაშვილი
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1901
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 1963  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს.

1932 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიისა და ორთოპედიის კათედრას. მ. კოკოჩაშვილი იკვლევდა ბაშვთა ასაკის ქირურგიას, ტრავმატიზმს, უროლოგიური და ორთოპედიული დაავადებების საკითხებს, განსაკუთრებით კი, მენჯ-ბარძაყის სახსარში თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და ბავშვთა ძვალ- სახსრის ტუბერკულიოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ქართულ ენაზე შეადგინა ბავშვთა ქირურგიის პირველი სახელმძღვანელო. ფარმაცევტ ივანე კოკოჩაშვილის შვილი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 576

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1937-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: