The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია კომახიძე

მამია კომახიძე
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:4 ნოემბერი, 1980  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ა. ნათიშვილთან, გ. მუხაძესთან, ვ. ტონკოვთან, ს. იუდინთან; 1937–1940წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სახალხო კომისარი; 1946–1956წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ანატომიის განყოფილების გამგე; 1960–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე; 1961–1971წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; შეისწავლიდა მიკროცირკულაციის პრობლემებს, მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიულ დაავადებათა კლინიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმულ დაზიანებას და სხვ. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1948). 

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.607; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ.,1980 .-599

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1973-1980)
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1971-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1971 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: