The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე (ეპისკოპოსი)

პეტრე
ოფიციალური სახელი:პეტრე კონჭოშვილი
დაბადების თარიღი:1863
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 1909  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალავერდის ტაძარი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საბუე, თელავის რაიონი.

სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, თბილისის სასულიერო სემინარიაში.

სემინარიის დასრულების შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს. 1899 წ. იმოგზაურა იერუსალიმში და სამშობლოში დაბრუნებისას, 1901 წ. გამოაქვეყნა "მოგზაურობა", სადაც აღწერილია იერუსალიმის ქართული სიძველენი. 1905 წ. 26 აგვისტოს მამა პეტრე ეპისკოპოსად აკურთხეს. 1906 წ. იგი იმერეთის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1907 წ. აპრილში გორის ეპარქიის მმართველად იქნა გადაყვანილი. ეპისკოპოსი პეტრე მუდამ მხარს უჭერდა ეპისკოპოს კირიონს (საძაგლიშვილი). ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.-გვ.654; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.62

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: