The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯანსუღ კორძაია

ჯანსუღ კორძაია
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 2010  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1956 წელს; ასპირანტურა - 1964 წელს.

1964-1975წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფილოსოფიის კათედრაზე თავდაპირველად მასწავლებლად, შემდეგ - უფროს მასწავლებლად, დოცენტად და პროფესორად; 1979-1993წწ. მუშაობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროში რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების სამმართველოს უფროსად; 1994 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჯერ დეკანად, შემდეგ - ესთეტიკის კათედრის გამგედ და ამავე კათედრის პროფესორად. მისი ფილოსოფიური კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფილოსოფიის ისტორია, გნოსეოლოგია, კულტურის ფილოსოფია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მის ნაშრომებში გამოკვლეულია პრაქტიკის კრიტერიუმის თავისებურებანი შემეცნების თეორიაში. სტატიაში "კულტურა და სინამდვილის სუბსტანციის ახლებურად გააზრების ცდა", რომელიც დაიბეჭდა საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის წელიწდეულ ორგანოში "ფილოსოფიური ძიებანი" (ტ. IV, 2000), იგი ამტკიცებს, რომ კულტურის სუბსტანციას ცნობიერება წარმოადგენს. მას გამოცემული აქვს 13 პოეტური კრებული და 2 რომანი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1960).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.112-113; kordzaia.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.215

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა - განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: