The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ კოტრიკაძე

თამარ კოტრიკაძე
დაბადების თარიღი:1973  (51 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ-ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანისტიკის განხრით.

1994-1995წწ. ზამთრის სემესტრის განმავლობაში სტიპენდიანტის სტატუსით სწავლობდა გერმანიის ქ. ბამბერგის უნივერსიტეტში; 1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლში" უფროს მეცნიერ თანამშრომლად, იყო ამავე ორგანიზაციის ბაზაზე არსებული რ.მ. რილკეს საზოგადოების სწავლული მდივანი; 1998-2006წწ. მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სხვადასვა დროს ასწავლიდა გერმანულ ენას, დასავლეთევროპულ ლიტერატურასა და კულტურას. 2000 წლის ზაფხულის სემესტრის მანძილზე ავსტრიული აკადემიური სტიპენდიით იმყოფებოდა ქ. კლაგენფურტში, სადაც მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე. ნათარგმნი აქვს ქართველი, გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი და რუსი ავტორების ნაწარმოებები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანგელოზის თემა და მოტივი დასავლეთევროპულ ლიტერატურაში", დაიცვა 2003 წელს.   

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.116

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - პრემია "საგურამო"
  • 2007 - ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" ყოველწლიური პრემია , თარგმანის ნომინაციაში
  • 2003 - ავსტრიის კულტურის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: