The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა კოშორიძე

ნანა კოშორიძე
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1977წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მემბრანოლოგიის ლაბორატორია, ლაბორანტი; 1977-1980წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოქიმიის კათედრის ასპირანტი; 1980-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოქიმიის კათედრა, ლაბორანტი; 1988-1997წწ. - ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1997-2006წწ. - ბიოქიმიის კათედრის ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2009წწ. - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკო-ქიმიური ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ბიოქიმიის კათედრის სრული პროფესორი, ბიოქიმიის კათედრის გამგე, სამეცნიერო კვლევითი ერთეულის –  სტრესის მოლეკულური მექანიზმების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო შრომა ნეიროქიმიის განხრით, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში; არის 6 სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. მოპოვებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო გრანტი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.111; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geold.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ბიოქიმიკოსთა ფედერაცია (The Federation of European Biochemical Societies, FEBS), წევრი (2013-)
  • ევროპის ნეირომეცნიერებათა ფედერაცია (Federation of European Neuroscience Societies, FENS), წევრი (2014-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: