The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კოჭლამაზაშვილი

თამაზ კოჭლამაზაშვილი
სხვა სახელი:ექვთიმე კოჭლამაზაშვილი
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქვემო ბოდბე, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრონულ-ციფრული მანქანების სპეციალობით 1973 წელს; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1994 წელს, თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი (1973), მცხეთის სასულიერო სემინარია (1976), ებრაული ენის სამწლიანი კურსი სოხნუთთან არსებულ ულფანში (1998).

1977-1983 წწ. მსახურობდა საქართველოს ეკლესიაში. 1994-2006 წწ. მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში რელიგიისა და კულტურის კათედრაზე ჯერ მასწავლებლის, შემდეგ (2002 წლიდან) – დოცენტის თანამდებობაზე. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული პროფესორის თანამდებობაზე, 2010 წლიდან – კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უფროსი მეცნიერ- თანამშრომლის თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში. გამოქვეყნებული აქვს 120-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ცალკე წიგნად – 9. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, საგრანტო პროექტებში. გამოსცემს პერიოდულ სამეცნიერო კრებულს "ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი" (გამოიცემა 2008 წლიდან. გამოსულია 6 ტომი). თამაზ კოჭლამაზიშვილის კვლევის საგანს წარმოადგენს ძველი ქართული თარგმნილი ლიტერატურა, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობა, კოდიკოლოგია, ლექსიკოლოგია, ჰიმნოგრაფია, ეთნოლოგია, ლიტურგიკა. მისი რედაქტორობით დაიბეჭდა 30-მდე წიგნი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (2002), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: