The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰენრი კუპრაშვილი

ჰენრი კუპრაშვილი
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპფ-ის ჟურნალისტიკის განყოფილება 1977 წელს.

1968 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (საქ. ტექ. უნივერსიტეტი) პრეპარატორი, ლაბორანტი, მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, გაერთიანებული პროფკომის თავმჯდომარის მოადგ., ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სრული პროფესორი. სხვადასხვა დროს ეკავა თანამდებობები: საქართველოს სახალხო ფრონტში - სააღრიცხვო განყოფილების ხელმძღვანელი (1989-1992); მინისტრთა კაბინეტში - ცხინვალის რეგიონის პრობლემათა სპეციალური სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი (1992); საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატში - მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფოს მეთაურის დავალებების კონტროლისა და ცენტრალურ მმართველობით ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი (1992-1996); საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში – საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი (1996-2003), უშიშროების მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგის, ანალიზისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი (2003), ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსი (2004); სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოში - სიტუაციური ცენტრის კოორდინაციის განყოფილების უფროსი (2005-2008), შიდა უსაფრთხოების ინსპექტორი (2008-2010) და სხვ.

1997 წ-ს იყო საერთაშორისო სემინარის «რეფორმების კოორდინირება საჯარო სექტორში: საქმიანობის გაუმჯობესება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა» კოორდინატორი საქართველოს მხრიდან (მიღებული აქვს მადლობის წერილი მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისიდან). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში შეიქმნა სტრატეგიული ანალიზისა და მოდელირების ინფორმაციული უზრუნველყოფის ავტომატიზებული სისტემა «დიდგორი»; პოლიტიკური პროცესების პოლიტომეტრიკული მეთოდით ანალიზის კომპიუტერული პროგრამა «აისი» და სხვ. მსოფლიო მასმედიის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელები: ადამიანი დელფინი (ტ/კომპანია სი-ენ-ენი 17.02.01, 05.11.02), დარდანელის გმირი, წყლის პრომეთე და სხვ., მიიღო მას შემდეგ, რაც კაცობრიობის ისტორიაში პირველმა, ქართული სამხედრო-საწრთვნელი წესით, ანუ ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურით 2002 წლის 30 აგვისტოს გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში - 12 კმ. 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი. არის ავტორი 5 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოსი, 100-მდე სამეცნიერო შრომისა და კონფერენციაზე წაკითხული 100-ზე მეტი მოხსენების, მისი ხელმძღვანელობით 22 დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია; მისი  ავტორობით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე დაინერგა მულტიდისციპლინური სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტი "პოლიტიკა სამსჯავროზე". მიღებული აქვს სერთიფიკატები: ჯორჯ მარშალის უშიშროების შემსწავლელი ევროპული ცენტრის უმაღლესი სახელისუფლო კურსი (CISS Class: 00-2, 2000); საქართველოს ეკონომიკური უშიშროების პოლიტიკის ფორმირება (უშიშროების მოდელირების სინთეზური გარემო) - აშშ-ს ევროპის შტაბისა და თავდაცვის ანალიზის ინსტიტუტი (2000) და სხვ., ჯილდოები, მათ შორის: უკრაინის შინაგანი ჯარების პირველი ხარისხის მედალი "სამაგალითო სამსახურისთვის", უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობაში შეტანილი წვლილისათვის (2000), დარდანელის სრუტის გადაცურვისთვის გაზეთი "ახალი ეპოქის" მიერ დასახელებულ იქნა წლის ადამიანად (2002), ბაირონის სახელობის ოქროს მედალი (ბაირონის საერთაშორისო საზოგადოება) დარდანელის სრუტის გადაცურვისთვის (2003), აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის მიერ დასახელებულ იქნა წლის ადამიანად (2006, 2007), ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ესტონეთი, ქ. ტალინი, 2018), ქ. ჰურგადაში (ეგვიპტე) გახდა მსოფლიო ჩემპიონი ბიატლში, ბრინჯაოს პრიზიორი ტრიატლში (ეგვიპტე, ქ. ჰურგადა, 2018). ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი, მათ შორის, ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი ზამთრის ცურვაში (სლოვენია, ბლედი, 2023). სამგზის მსოფლიო ჩემპიონი თანამედროვე ხუთჭიდის ბიატლსა (ეგვიპტე, ქ. ჰურგადა, 2018) და ტრიატლში (ბათუმი, 2015).  

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "საქართველოს გეოპოლიტიკური სტატუსი და პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკაში", დაიცვა 1999 წელს, სადოქტორო  დისერტაციის თემა - "საინფორმაციო პოლიტიკა პოლიტიკური მოდერნიზაციის პროცესში", დაიცვა 2003 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის კვლევითი საბჭო, მრჩეველი
  • დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ინფორმატიზაციის საკორდინაციო საბჭო, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი (1996-2001)
  • საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია «აიეტი», დამაარსებელი და თავმჟდომარე (1990-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი
  • საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია, პრეზიდენტი
  • სპორტსაზოგადოება "დინამო", წევრი
  • წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის - ჩოხოსნები-1973, დამაარსებელი და თავმჯდომარე (1973-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • 2002 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
    ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეობა და დარდანელის სრუტის სამხედრო-საწვრთნელი სტილით გადაცურვა
  • 1993 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
    ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეობა

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: