The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა კუჭუხიძე

გოჩა კუჭუხიძე
დაბადების თარიღი:1962  (62 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის განხრით 1984 წელს; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსები არაბულ-რუსული განხრით - 1986 წელს.

1985-1998წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შუა საუკუნეების განყოფილება, უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; სწავლობდა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ადრეული საფეხურის ისტორიასთან დაკავშირებულ არქეოლოგიურ მასალას; მონაწილეობდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიის მუშაობაში; 1994 წელს პარალელურად მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში, ჯერ უმცროს, შემდეგ, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და რესპუბლიკური სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მუშაობაში; სხვადასხვა წელს იყო რამდენიმე სამეცნიერო პერიოდული გამოცემის ავტორი, ლიტერატურის ინსტიტუტის გაზეთ "კალმასობის" რედკოლეგიის წევრი, სამეცნიერო წიგნების რეცენზენტი, და სხვ. თარგმნილი აქვს ჰაინრიხ ჰაინეს, ალექსანდრე პუშკინის ლექსები, სამეცნიერო ნაშრომები და სხვ. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და რუსთაველის სახელმწიფო ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებზე მუშაობაში, როგორც თემის შემსრულებელს, პროექტის ერთ-ერთ ავტორს, მენეჯერს. სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წმიდა გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრების ერთი არაბული ვერსია და ქართველთა მოქცევის საკითხი", დაიცვა 1999 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "წმიდა ჰაბო ტფილელის მარტვილობა (ტექსტოლოგიური და ღვთისმეტყველებითი ანალიზი)", დაიცვა 2006 წელს. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.475; შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი: litinstituti.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2010-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: