The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ლადარია

ნოდარ ლადარია
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:თეოლოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1981 წელს; 1991 წელს თბილისის სასულიერო აკადემია. 1994 წლიდან რომის აღმოსავლური ინსტიტუტის ლიცენციატი.

შესრულებული აქვს თარგმანები "კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო"(ქართულად, 1997),  ეგნ. ლოიოლა "ავტობიოგრაფია"(რუსულად, 1993), დავით აღმაშენებელი "გალობანი სინანულისანი"(იტალიურად, 1996), გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"(იტალიურად) და სხვ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა -"დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი. ისტორიულ-ლიტურგიული ანალიზი", დაიცვა 1996 წელს(რომი).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 193

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დავით ანდღულაძის სახელობის ქართული ვოკალური კულტურის ფონდი, გამგეობის წევრი (1999-)
  • საერთაშორისო ქრისტიანული კულტურის ასოციაცია "Granum Sanapis" (რომი), ვიცე-პრეზიდენტი (1996-)

ბიბლიოგრაფია

  • სოციოლინგვისტიკა : სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 2002. - 132გვ.. - ISBN: 99928-963-0-2

გააზიარე: