The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლაკერბაი

მიხეილ ლაკერბაი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1901
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1965  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, ახლანდელი გულრიფშის რაიონი.

დაამთავრა ქ. სოხუმის მთიელთა სკოლა; 1920 - რეალური სასწავლებელი. სწავალა გააგრძელა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, დაამთავრა საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი იურიდიული განხრით. 

1926-1929წწ. მუშაობდა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს დამცველთა კოლეგიაში დამცველად სოხუმსა და თბილისში; 1929-1930წწ. სწავლობდა მოსკოვში კინო-სცენარის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. 1932 წელს მისი სცენარის მიხედვით გადაიღეს ფილმი "მზის ყვავილი". მეორე მსოფლიო ომის წლებში იმყოფებოა ფრონტზე, ქ. სევასტოპოლთან ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან გამოიქცა და მოქმედ არმიაში დაბრუნდა. 1947 წელს დააპატიმრეს და ბრალი წარუდგინეს ბერიას წინააღმდეგ გამოსვლებში, მიუსაჯეს 10 წელი. გადასახლებაში ყოფნის დროს ეწეოდა საზოგადოებრივ მუშაობას. წერდა თვითმოქმედი წრეებისთვის, ატარებდა მკითხველთა კონფერენციებს, აგრძელებდა მუშაობას აფხაზურ ნოველებზე და ძველი პიესების გადამუშავებაზე. ისი თხზულებები 1919 წლიდან იბეჭდებოდა. 1921-1925წწ. აფხაზეთის გაზეთის ''აფსნი ყაფშის'' თანარედაქტორი იყო. 1930-იანი წლებიდან იღწვოდა აფხაზეთის დრამატურგიის განვითარებისათვის (პიესები ''გეჩების შთამომავალი'', 1939; ''აბიდა'', 1940; ''დანაყაი'', 1946-1947; ''საუცხოო შენადნობი'', 1955 და სხვა). მას ეკუთვნის აგრეთვე ნარკვევები, კინოსცენარები, ლიბრეტოები. წვლილი მიუძღვნის ომისშემდგომი აფხაზური პროზის განვითარებაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა სხარტმა, იუმორითა და ეროვნული კოლორიტით აღსავსე ნოველებმა, რომლებშიც წარმოგვიდგება აფხაზი ხალხის წარსული და აწმყო.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.112; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.70-74

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1938-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: