The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემი ლაოშვილი

დემი ლაოშვილი
დაბადების თარიღი:1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტრული სადგურების, ქსელებისა  და სისტემების სპეციალობით 1962 წელს.

1962-1965 წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1965-1966 წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1966-1971 წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1971-1987 წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტად, 1987-1993 წწ. პროფესორის მოვალეობის შემსრულებლად, 1973-1981 წწ. ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, ხოლო 1981-1991 წწ. ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი; 1991-1995 წწ. ენერგეტიკის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი; 1995-2000 წწ. ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი. 1997 წლიდან - ელექტროენერგეტიკის სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრის დირექტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.208; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.108

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    2000 წელს გამოცემული საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სახელმძღვანელოსათვის - "ენერგეტიკა"
  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: