The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სეით ლარცულიანი

დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:1975  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლარჩვალი, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტი 1932 წელს; საქართველოს მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ასპირანტურა ფილოსოფიის სპეციალობით 1935 წელს.

ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე; სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე. იგი იკვლევდა ისტორიული მატერიალიზმის, მეცნიერული კომუნიზმისა და კომუნისტური პარტიის ისტორიის საკითხებს. ამ დარგში გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომები ორი მონოგრაფიისა და რამდენიმე ათეული სტატიის სახით. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1946), პროფესორი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.116

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: